უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 15-დან 16 მარტამდე, რუსული არმიის დანაკარგებმა ფრონტზე 1400 ჯარისკაცი შეადგინა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 78 საარტილერიო სისტემა, 180 დრონი და 113 საავტომობილო ტექნიკა.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 894 240 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.03.24: ტანკები – 10 325 (+10, ჯავშანტექნიკა – 21 478 (+20), საარტილერიო სისტემები – 24 561 (+78), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1317 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1104 (+1), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 413 (+180), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 684 (+113), სპეციალური ტექნიკა – 3777 (+0).