spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

8 ტანკი, 11 დრონი და 660 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 187080 (+660) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 24.04.2023-მდე: ტანკები – 3 683 (+8), ჯავშანტექნიკა – 7139 (+8), საარტილერიო სისტემები – 2 849 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 539 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 289 (+0), თვითმფრინავი – 308 (+0), ვერტმფრენები – 294 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2413 (+11), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5753 (+23), სპეციალური ტექნიკა – 339 (+0). 

 

გენშტაბის ინფორმაციით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ბახმუტის, ავდიივკას და მარინკის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია მტრის 60-მდე შეტევა, ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და მარინკასთვის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები