8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 14 წლის ბიჭს სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლომ თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, განაჩენს დაკავებულის ოჯახი არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს.
14 წლის ბიჭი 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.