უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 365 990 (+820) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 09.01.24-მდე: ტანკები – 6036 (+5), ჯავშანტექნიკა – 11 203 (+9), საარტილერიო სისტემები – 8672 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 954 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 638 (+0), თვითმფრინავები – 329 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 6823 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 1805 (+18).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 23 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 11552 (+10), სპეციალური ტექნიკა – 1333 (+5).