spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

9-10 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით  წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს სეტყვა, ხოლო 10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

 

რაც შეეხება ქალაქებს, თბილისში 9 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

სანაპირო რაიონებში, ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში 9 სექტემბერს, 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს დღისით გამოდარებით. 9-10 სექტემბერს ზღვაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ძლიერი ქარი და შტორმი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ქუთაისში, ზუგდიდში, მარტვილში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

 

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერესა და ხულოში 10 სექტემბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.

 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს – მესტიასა და ბახმაროში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +14, + 16 გრადუსი.

 

ქალაქებში – რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში 9 სექტემბერს  დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

 

კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში 9 სექტემბერს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ, შესაძლებელია სეტყვა. 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

 

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთსა და ფასანაურში 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონს – ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15 გრადუსი იქნება.

 

ასევე, 10 სექტემბერს ღამისა და დილის საათებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები