“კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით ხვალ, 9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
“9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება!
შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!
ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!
ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.