9 მაისს, 21:00 საათზე ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი – „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.