უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 459 530 (+950) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 21.04.24-მდე: ტანკები – 7229 (+16), ჯავშანტექნიკა – 13 896 (+23), საარტილერიო სისტემები – 11 719 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1046 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 767 (+4), თვითმფრინავები – 348 (+0), ვერტმფრენები – 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 9379 (+38), ფრთოსანი რაკეტები – 2115 (+6).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 26 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 15785 (+68), სპეციალური ტექნიკა – 1926 (+8).