spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოლიმპიელები ღილაკზე ხელის დამჭერის სტატუსამდე ჩამოაქვეითეს

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოლიმპიელები პარლამენტში ღილაკზე ხელის დამჭერის სტატუსამდე ჩამოაქვეითეს. მოინდომეს ძველი მოღალატე სახეების გალამაზება ჩვენი გმირი ოლიმპიელებით, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის  ყოფნა ფიქტიურია.

“ჩვენ ვიხილეთ ძირითადი სახეები რუსეთის მარიონეტების. მოინდომეს ძველი მოღალატე სახეების გალამაზება ჩვენი გმირი ოლიმპიელებით და აქა-იქ უცნობი ბიზნესმენებით თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებით. ეს დაახლოებით ისაა, მახინჯ სახეზე ძალიან სქელი გრიმი რომ დაადო და ამ გრიმის როლში გამოიყენო საზოგადოებისთვის საყვარელი სახეები.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოლიმპიელები პარლამენტში ღილაკზე ხელის დამჭერის სტატუსამდე ჩამოაქვეითეს. ეს მათ მიმართ არის დაუნდობლობა.

რაც შეეხება სიის ნომერ პირველად ბიძინა ივანიშვილის ყოფნას, რა თქმა უნდა, ეს ფიქტიურია, ვინაიდან იქაც დუშ-კაბინით ხომ არ ივლის?!”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. სიის პირველ ნომრად კი ბიძინა ივანიშვილი დასახელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები