spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩს ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო განმარტებები მოსთხოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

 

ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

 

ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები