ეს იზოლაციონისტების წარდგენა იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აფერხებენ ევროკავშირში ინტეგრაციას. ამ სიაში რომელია, რომელიც ფასებს გააიაფებს, სამუშაო ადგილებს შექმნის და ემიგრანტებს სახლში დაგვიბრუნებს, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, “ჩემოდნები ჩაალაგოს და სამშობლოში – რუსეთში გაემგზავროს”.
“ეს იზოლაციონისტების წარდგენა იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აფერხებენ ევროკავშირში ინტეგრაციას. 14 მილიარდი რომ მიიღოს საქართველომ, ბლოკავს ეს ხალხი. ამ სიაში რომელია, რომელიც ფასებს გააიაფებს, სამუშაო ადგილებს შექმნის თუ ემიგრანტებს სახლში დაგვიბრუნებს.
“ქართული ოცნება” მარცხდება. ბიძინა ივანიშვილს თავად სჭირდება იმუნიტეტი. ნუ გეშინიათ, ბატონო ბიძინა, ჩვენ არ ვაპირებთ, გავიმეროთ ის უმსგავსობები, რაც თქვენ ჩაიდინეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომელსაც ჩადიხართ დღესაც, ჩვენ ამას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ერთობას. რაც შეგეხებათ თქვენ, თქვენ შეგიძლიათ, გაამზადოთ ჩემოდნები და გაემგზავროთ თქვენს საყვარელ, ნამდვილ სამშობლოში, რუსეთში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.