spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილია დარჩიაშვილი – მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლას  ეხმაურება.

 

“პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას,“ – წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

 

ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები