საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაერო-ს ქარტიას და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს. ლიეტუვა საქართველოს სრულ მხარდამჭერად რჩება“, – წერს ელჩი.