spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – ჩვენ გვჭირდება ოპოზიციური სპექტრის თავიდან დაბადება

ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტალური დარესტარტება,  ოპოზიციური სპექტრის თავიდან დაბადება, – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს ყოფილმა წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საჭიროა ოპოზიციამ აიღოს პასუხისმგებლობა და  ვისაც აღარ აქვს რესურსი რომ იყოს პოლიტიკაში, არ უნდა იყოს. 

 

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიცია ხალხს არ წარმოადგენს და ხალხი ცალკეა. 

 

“დღეს პოლიტიკოსები ყველაფერზე ვსაუბრობთ და პოლიტიკოსების მიმართება არ არის ხალხისადმი, რა მინდა პოლიტიკაში საერთოდ, არავინ არ ხსნის ამას.  ხსნიან ხოლმე – “არა რუსეთს, კი ევროპას“. ამას ამბობს ყველა. მე მაინტერესებს, თუ მხოლოდ ეს არის, მაშინ სხვადახვა პარტიებში რატომ არის ამდენი ადამიანი. თუ რაიმეში სხვა განსხვავებებია, ხომ უნდა ითქვას ეს. ხო უნდა ვიცოდეთ, ვის რა უნდა  რეალურად, არაფერი ვიცით. და როდესაც მარტო ეს ვიცით, რომ ჩვენ ვართ ახლა პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ გვინდა ახლა ძალაუფლება და არა ბიძინას, ეს არ არის ხოლმე საკმარისი. 5-ჯერ არ აღმოჩნდა საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად, ამიტომ ჩვენ გვჭირდება თავიდან დაბადება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები