spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის „ვიზიტს“ გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. 

 

“ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისთვის. 

 

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში“, – განაცხადა პრაისმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები