10 სექტემბერს თერჯოლამ ქართული სიმღერების ფესტივალს უმასპინძლა.
მსმენელის წინაშე მუსიკალური ფესტივალის “სხვა საქართველო სად არის” 2024 წლის გამარჯვებულები და ლაურეატები წარდგნენ თერჯოლის, მარნეულის, ბოლნისის, საგარეჯოს, ზესტაფონის, საჩხერის, ბაღდათის, აბაშის, სენაკის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები – ქართველი მუსიკოსები: ზურაბ მჟავია, ნუგზარ კვაშალი, ილია კევლიშვილი.
მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე ფესტივალის ჟიურის წევრები, მისი დამაარსებელი და ორგანიზატორი მაია ჯამალაშვილი.
საათნახევრიანი რეპერტუარის ფარგლებში, ღონისძიებაზე მისულმა თერჯოლელმა მსმენელებმა სხვადასხვა ჟანრის სამუსიკო ნომრები მოისმინეს.
მუსიკალური საღამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა და მას მოქალაქეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე დაესწრო.