26 ოქტომბერს ერთიანობით ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის ჭაობი და იზოლაცია, რომელიც გვემუქრება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენით, გავანეიტრალოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის პასპორტები.
“26 ოქტომბერს ერთიანობით ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის ჭაობი და იზოლაცია, რომელიც გვემუქრება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენით, გავანეიტრალოთ და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ხელში ეჭიროთ ევროკავშირის პასპორტი, მათ შორის, შეძლონ ამერიკაში უვიზო მიმოსვლა, შემოვიდეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციები და ამ ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ კეთილდღეობა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.