spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი რუხაძე – თუ რუსეთი ტაქტიკური იარაღის გამოყენებას გაბედავს, მნიშვნელობა არ აქვს თეორიულად ქაღალდზე ლუგანსკის რეგიონი სად ეწერება

პუტინის მიერ ამ რეგიონების მიერთება, უფრო პიარ აქცია იყო,  ვიდრე სერიოზული  პოლიტიკური აქტი  – ამის შესახებ Front News-ს “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრ – GSAC“-ის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ამ რეგიონების მიერთებით პრინციპულად არაფერი იცვლება, რადგან ამას რუსეთის მეტი არც არავინ აღიარებს. 

 

“ის, რომ ამ ტერიტორიების რუსეთის ნაწილად გამოცხადებით, მას უკვე შეეძლება იმის თქმა “მოკავშირებისთვის“, თუმცა ვინ არიან ისინი,  არავინ იცის, ან თუნდაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნებისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიას უტევენ და დამეხმარეთ, ამისთვის საჭიროა, რომ ამ ქვეყნებმა ჯერ ეს ტერიტორიები ცნონ რუსეთის ნაწილად. ეს ასე მარტივად ვერ მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი ამას არ აღიარებს, არც ყაზახეთი და ყირგიზეთი. 

 

შესაბამისად, ეს მოთხოვნა რომ ჩადოს რუსეთმა, თავს მესხმის ახლა უკრაინა ჩემს ტერიტორიაზე და მომეხმარეთ, ისედაც არ გამოვა, იქედან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ამ ტერიტორიებს მხოლოდ რუსეთი აღიარებს. თუ ეს ქვეყნები ამ ტერიტორიებს რუსეთის ფარგლებში არ აღიარებენ, მაშინ ასეთ თხოვნას რუსეთის მხრიდან არანაირი აზრი და დატვირთვა არ ექნება“, – განაცხადა რუხაძემ. 

 

კითხვაზე, მოთხოვს თუ არა რუსეთი  “დახმარებასა”  და მობილიზაციისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, რუხაძე აცხადებს, რომ თუ ეს ბევრ ადამიანს შეეხება, ადგილობრივი საზოგადოება ამის წინააღმდეგ წავა. 

 

“ორმაგი მოქალაქეობა ვისაც აქვს და ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი ჩვეულებრივად ექვემდებარებიან გაწვევას. როგორც ვიცი,  აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამას დიდად არ ეწინაღმდეგება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს ბევრ ადამიანს შეეხება, საზოგადოება ამის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა რუხაძემ. 

 

რაც შეეხება ბირთვულ მუქარას, რუხაძის თქმით, რუსეთი თუ ამას გაბედავს, მას მიზეზები არ სჭირდება. 

 

“პუტინის მიერ ამ რეგიონების მიერთება, ეს უფრო პიარ აქცია იყო,  ვიდრე სერიოზული  პოლიტიკური აქტი. ეს იყო პასუხი იმ მარცხის შემდეგ,  რომელიც რუსეთს მოუვიდა, იგივე ხარკოვის რეგიონში, ელოდებოდნენ,  რომ იგივე მოუვიდოდათ ლიმანში. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა თავისი ჭკუით მიიერთა, ამ ტერიტორიების მხოლოდ ნაწილს აკონტროლებს, თუ ლოგიკა მისი მხრიდან ასეთია, რომ ეს უკვე რუსეთის ტერიტორიაა და უკრაინის კორტშეტევა განიხილება რუსეთის ტერიტორიაზე შეტევად, რაც შემდეგ რუსეთს მისცემს ატომური ტაქტიკური იარაღის გამოყენების საშუალებას, ეს ლოგიკას,  იქედან გამომდინარე არ ექვემდებარება, რომ უკრაინელები ყირიმსაც უტევდნენ და რუსეთის ქალაქში იარაღის საწყობსაც ბომბავდნენ. მაშინ იგივე ლოგიკით მაშინაც შეეძლო ატომური ტაქტიკური იარაღის გამოყენება. თუ ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავს, მიზეზი ჰქონდა. თუ რუსეთი ტაქტიკური იარაღის გამოყენებას გაბედავს,  მნიშვნელობა არ აქვს თეორიულად ქაღალდზე ლუგანსკის რეგიონი სად ეწერება, მითუმეტეს ამას არავინ აღიარებს თვითონ რუსეთის გარდა“, – განაცხადა რუხაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები