spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სერგო ჩიხლაძე – 26 ოქტომბერს ეს გუნდი, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციაში იქნება

“ქართული ოცნება” ამ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა. 26 ოქტომბერს ეს გუნდი, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციაში იქნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი, ვინც გუშინ “ოცნებას” შეუერთდნენ, შეუერთდნენ გუნდს, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში ტოვებს.

“ქართული ოცნება” ამ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა და “ქართული ოცნება” უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, 40-მდე დეპუტატს გაიყვანს.

ისინი შეუერთდნენ გუნდს, რომელიც ქვეყანას ტოვებს იზოლაციაში, აფერხებს 14 მილიარდიანი ფონდისა და ინვესტიციების მოზიდვას, აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. აი, ასეთ გუნდს შეუერთდნენ ისინი და დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. 26 ოქტომბერს ეს გუნდი, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციაში იქნება”, –  განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. სიის პირველი ნომერი კი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები