პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს პროცესში.
“ქალბატონ სალომეს ვუთხარით ჩვენი მდგომარეობის შესახებ, მან იცოდა ეს ამბავი და გვითხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში თვალყურს გვადევნებდა და გამოთქვა მზადყოფნა, ჩაერთოს პროცესში. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ დაჩქარდეს მოვლენები, შეიქმნას დროულად ეროვნული პროტოკოლი და როგორც დაპირება იყო მინისტრის, დროულად შემოვიდეს საქართველოში ეს მედიკამენტი ჩვენი შვილებისთვის”, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.