spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაეხმაროს მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტს

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაეხმაროს  მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტს, დაიცვას პატიმარი სააკაშვილის უფლებები,  – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ნობელის პრემიის ლაურეანტ ჯეიმს კობის ჯანდაცვის სამინისტრო “ვივამედში” შესვლისა და პაციენტის  გასინჯვის  უფლებას არ აძლევს, რის გამოც დახმარებისათვის სახალხო დამცველს მიმართავს. 

 

“კლინიკა “ვივამედიდან“ მოვუწოდებ სახალხო დამცველს, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტს დაეხმაროს, დაიცვას პატიმარი სააკაშვილის უფლებები,  მოახდინოს მისი, ბატონი კობის შეყვანა პაციენტთან, რომ მან მოახერხოს მისი გასინჯვა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

სააკაშვილთან ექიმი კობის შეშვებას ითხოვს ამერიკელი ადვოკატიც.

 

“ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის საელჩოსთან და უკრაინის საელჩოსთან, ჩვენ გვყავს ექიმი კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია. ის არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, ჩვენ ჯერ არ გვაქს თანხმობა,  რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ჩვენ გვყავს ნობელის პრემიის მშვიდობის პრემიის ლაურეატი პატიმრის სანახავად და კიდევ არ უშვებენ“, – განაცხადა მასიმო დანგელომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები