“ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაცვას ემსახურება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
“პრობლემას ვერ ვხედავ ვერცერთ ჩამოთვლილ გვარში, ვისზეც აპელირებენ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან. ვისაც ეხება, ეხება ეს კანონი, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.
ეს კანონპროექტი, შემოტანილი “ქართული ოცნების” მიერ, ემსახურება მხოლოდ მის დაცვას და ეს არის პრობლემა“,- განაცხადა კირკიტაძემ.