spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადვოკატი – ეს არის სრული კატასტროფა, რაც მე ვნახე, ეს ყველაფერი შეიძლება დღეს ძალიან ცუდად დასრულდეს სააკაშვილისთვის

დღეს ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას, ექსპერტის ნაცვლად მოაკითხა მოსამართლემ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესის დროს უკიდურესად  დამძიმდა. 

 

“ეს არის სრული კატასტროფა, რაც მე ვნახე, “მადლობა“ ქალბატონ ნინოს, მოსამართლეს. ეს ყველაფერი შეიძლება დღეს ძალიან ცუდად დასრულდეს სააკაშვილისთვის, წნევა აქვს 200, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ახლა გაუკეთეს რაღაც მედიკამენტები, ექიმთა ჯგუფი მუშაობს, შევიდა  ექსპერტიც ბატონი ლახანი, თუმცა რაიმე ექსპერტიზის ჩატარებაზე დღეს საუბარი წარმოუდგენელია. ანუ, დღეს  ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას, ექსპერტის ნაცვლად მოაკითხა მოსამართლემ. შედეგები ვნახეთ როგორიც არის. 

 

არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მე მსგავსი უმძიმესი სიტუაცია, რაც წეღან ვნახე,  არ მინახავს. მერე მან უარი განაცხადა რაიმე მედიკამენტის მიღებაზე, თუ ბატონ  ლახანს არ შეუშვებდნენ. დაცვის ბიჭებმა შემდეგ სასწარაფოდ მოახდინეს ღონისძიებების გატარება და შეუშვეს  ბატონი ლახანი და ამერიკელი ექსპერტი“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

 

კლინიკა „ვივამედში“ დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები