spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიზა იასკო – ზოგიერთმა ადამიანმა ეს საქართველოს მომავლისთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა

მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ თავისი ჩამოსვლით დაეხმარებოდა ქვეყნის მომავალს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ეს  საქართველოს მომავლისთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ახლა მათზე საუბრის დრო არ არის, ვინც მიხეილ სააკაშვილს უღალატა. 

 

“ვინც უღალატა მიხეილ სააკაშვილს  და სპეკულირებდნენ თავიანთი სარგებლის გამო, ახლა მათზე საუბრის დრო არ არის. იმიტომ, რომ მივუძღვნით მთელ ყურადღებას იმ ხალხს,  რომლებიც არ იმსახურებენ. ეს სხვადასხვა წრის ხალხია, მე დარწმუნებული ვარ,  რომ  თქვენ მათ იცნობთ. 
მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ინტერესი ქართულ პოლიტიკაში, ერთადერთი, რაც მას სურს, არის დაბრუნდეს თავის სახლში, იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც აქვს. მას მხოლოდ ეს სურს და ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა ლიზა იასკომ “ტვ პირველის” ეთერში. 

 

მისი თქმით,  ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

 

“მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ თავისი ჩამოსვლით დაეხმარებოდა ქვეყნის მომავალს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ეს  საქართველოს მომავლისთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ახლა ეს მთავარი აღარ არის, ხვალ თუ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი აღარ იქნება, აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება ჩვენს საუბარს“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები