5-7 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი ეწვევა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და “კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში ბონი ჯენკინსი საქართველოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.