spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. 

 

შეხვედრაზე მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. 

 

მონაწილეებმა, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და  ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრის მიზანია დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამების შემუშავებასა და დაგეგმვაში, აფხაზ და ქართველ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები