spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და თვითმართველობის წარმომადგენლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მესხეთის N35 და N61-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია.

 

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს უტარდება რეაბილიტაცია, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 849 519 ლარია გამოყოფილი.

 

საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობის ხელშეკრულების ფარგლებში, სოფელ ლიკანში არსებულ ხიდს  ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები