კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ ლემისთან ერთად ჩავიდა. ეს არის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელების პირველი ერთობლივი ვიზიტი ბოლო წლებში.
ოფიციალური პირები უკრაინის დედაქალაქის რკინიგზის სადგურზე პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც ამჟამად უკრაინის ელჩია ბრიტანეთში.
“ბლინკენი, კიევში ვიზიტის დროს, გეგმავს გაეცნოს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას და განიხილოს უკრაინის საჭიროებები უახლოეს კვირებში და თვეებში, ზამთრის მოახლოების გათვალისწინებით”, განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ გუშინ.
მისი თქმით, ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელი “დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის ძალისხმევაში, რომელიც მიზნად ისახავს მის დაცვას და რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებას”.
მან ასევე განაცხადა, რომ კიევში გაიმართება საუბარი პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამშვიდობო წინადადებების ხელშეწყობის შესახებ.
კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.