spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხორვატიის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

 

ევროპელმა კანონმდებლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ოკუპაციის შედეგებზე ინფორმაცია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან მოისმინეს.

 

“ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციამ სურვილი გამოთქვა საკუთარი თვალით ენახათ თუ რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზზე და გაცნობოდნენ ოკუპაციის იმ მძიმე შედეგებს, რასაც ჩვენი მოსახლეობა ოკუპირებულ რეგიონებში განიცდის. ჩვენს კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღესაც მიმდინარეობს რიგ შემთხვევებში ე.წ. უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი და რუსეთი საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის შევიწროვებას. საუბარია ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, რიგ შემთხვევებში, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებებზე. მოსახლეობა იმყოფება მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში, ადგილზე სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და აღნიშნულ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა. ხორვატიელმა კოლეგებმა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანებისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვეს“, – განაცხადა ნინო იობაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები