უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 61 330 (+330) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 06.10-მდე: ტანკები – 2 449 (+14), ჯავშანტექნიკა – 5 064 (+26), საარტილერიო სისტემები – 1424 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 344 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 177 (+0), თვითმფრინავი – 266 (+0), ვერტმფრენები – 232 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1047 (+15), ფრთოსანი რაკეტები – 246 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 854 (+13), სპეციალური ტექნიკა – 134 (+2).
გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკის, ავდეევსკის და კრივოი როგის მიმართულებით განიცადეს.