spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – მეგონა ეს ადამიანი წავიდა მონასტერში და ცოდვებს ინანიებდა

“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, სოსო თოფურიძის განცხადებით გაკვირვებულია.

 

“ეს განცხადება თუ ნამდვილად გააკეთა და ფეიკი არ არის, გაკვირვებული ვარ. თურმე, ეს ადამიანი დაკავებულია ოპოზიციის მიერ 200 ათასი ლარის ხარჯვით და ხმას არ იღებს იმ კორუფციაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, რომ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 95 მილიონი მოხსნეს სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე. ამაზე არ საუბრობს და ლაპარაკობს თურმე რაღაც თანხაზე. გაკვირვებული ვარ, მეგონა ეს ადამიანი წავიდა მონასტერში და ცოდვებს ინანიებდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები