ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობილებინათ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეკითხვაა – მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, რომ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში იყვნენ.
“ოცნების” სიასთან დაკავშირებით კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ – ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი ახალ კოალიციას შეუერთდება, რომელსაც ძირითადად, დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს, ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ, სახელები და გვარები. ყველამ ვიცით, რომ ესენი არიან “ოცნების” სახეები, ამ სიის და სახელების, გვარების გასაკეთილშობილებლად ჩვენი რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი დაამატეს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობილებინათ. საბოლოო ჯამში, მთავარი შეკითხვაა იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, რომ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში იყვნენ, თუ რამდენიმე, ჩემი ვარაუდით, 3-4 მათგანი შეუერთდება უმრავლესობას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. სიის პირველი ნომერი კი ბიძინა ივანიშვილი იქნება.