აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა სალომე დოლიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თამარ მესხიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამის „დევნილთა მომსახურების ცენტრების“ ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას და განხორციელებას, რომლებშიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, თვითდასაქმების ხელშეწყობას, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას და ინტერესის სფეროში დახელოვნებას.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა იმ პროგრამების და პროექტების პრეზენტაცია, რომელებშიც დევნილ ახალგაზრდებს მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კაკო ძნელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.