ყირიმის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა. თურქეთი მხარს უჭერს სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფუძველზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ყირიმის მე-4 პლატფორმის სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი უცვლელია. ყირიმის დაბრუნება უკრაინის შემადგენლობაში საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა”, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში “დამატებითი ნაბიჯები გადაიდგმება ყირიმელი თათრების უფლებების გასაძლიერებლად“.