მიხეილ სააკაშვილი თითოეულ ჩვენთაგანს, პირველ ყოვლისა პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს გვაჩვენებს მაგალითს, როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა.
ის არ ადასტურებს ადვოკატ ვალერი გელახიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ საააკაშვილმა მისი პარტიის წევრებს მისი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით აქციების ჩატარებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ბარამიძე აცხადებს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საკითხზე ხელისუფებასთნ შესაძლო შეთანხმებას, ბარამიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც სტანდარტული კრიტერიუმებით შეიძლება განსაჯო.
“მიხეილ სააკაშვილი არ არის ვიღაცა, რომ მასზე ასეთი რამე ილაპარაკონ. მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს თანამედროვე გმირი, რომელმაც არამარტო შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, არამედ თითოეულ ჩვენთაგანს, პირველ ყოვლისა, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს გვაჩვენებს მაგალითს, როგორ უნდა სამშობლოსთვის მართლა თავგანწირვა. როგორ შეიძლება ადამიანმა ყველა სტერეოტიპი დაანგრიო პოლიტიკოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ბარამიძემ.