spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა.

 

“ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი რუსული საოკუპაციო უნდა განიდევნოს”, – განაცხადა მან.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ ხიდის დაზიანება, რომელიც აკავშირებს რუსეთის ტერიტორიას ოკუპირებულ ყირიმთან, მნიშვნელოვნად ართულებს ოკუპანტებისთვის ნახევარკუნძულზე ყველაფრის მიწოდებას, იარაღის ჩათვლით. უკრაინისთვის ეს “დიდი პლუსია“.

 

პუტინის დავალებით აშენებულ ყირიმის ხიდზე დღეს დილით ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მოძრაობა შეწყდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები