spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპერტიზა წავიდა დასასრულისკენ

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექსპერტიზა წავიდა დასასრულისკენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის  საქმეში კიდევ ერთი ქართველი ექსპერტი ჩაერთვება.  “მიხეილ სააკაშვილს შევატყობინებ, რა მდგომარეობაა, რადგან სხვა ექიმებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ამერიკელ და ქართველ ექსპერტებთან. იმ კვირაში კიდევ იგეგმება სხვა, ქართველი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ვიზიტი, რომელიც  ახლახანს ჩაერთო საქმეში, უკვე  იცნობს მასალებს და მოკლე ვიზიტი ექნება. უკვე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წავიდა ექსპერტიზა დასასრულისკენ“,  – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტ კობის, ის დღეს ცენტრ “ემპათიასთან“ ერთად გასცემს რეკომენდაციებს. 

 

“ბატონი კობი აღარ წავიდა გუშინ, დარჩა საქართველოში, ორშაბათს კიდევ შეაკითხავს მიხეილ სააკაშვილს. დღეს დანიშნავს გარკვეულ რეკომენდაციებს კვლევებთან დაკავშირებით, ორშაბათს ამას გააცნობს ბატონ მიხეილსაც და ჩვენც გადამოგვცემს, რის შემდეგაც კლინიკა “ვივამედს” გადავცემთ, რომ ჩაუტარდესის კვლევები, რასაც ბატონი კობი ითხოვს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები