თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის და ტრაილერის შეჯახების შედეგად გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
შემთხვევა სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.