პარტია “ქართული ოცნება” თერჯოლის მერის ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თერჯოლის მერის ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს.
ლაშა იყო „ქართული ოცნების” დიდი გუნდის გამორჩეული წევრი, ღირსეული ქართველი და პროფესიონალი. მისი გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის”, – აღნიშნულია პარტიის სამძიმრის წერილში.