“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თერჯოლის მერის ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა შენი დაკარგვა ყველა შენი მეგობრისთვის! ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული!”, – წერს კობახიძე.
თერჯოლის მერი 8 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.