ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, აკეთებს “ქართული ოცნების” საქმეს და არასდროს არ გადაუდგამს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯი, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მომლაპარაკებლად დანიშვნა დასავლეთთან არაფერში არ წერია.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, აკეთებს “ქართული ოცნების” საქმეს და არასდროს არ გადაუდგამს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯი.
ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მომლაპარაკებლად დანიშვნა დასავლეთთან, ჩემი აზრით, არაფერში არ წერია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს.