spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე კობერიძე – როდესაც მთელმა სამყარომ დაინახა, რომ რუსეთი მტერია, სწორედ მაშინ დავიწყეთ პრანჭვა მტერთან და აშშ-ის ლანძღვა

როდესაც მთელმა სამყარომ დაინახა, რომ რუსეთი მტერია, სწორედ მაშინ გავისუსეთ და დავიწყეთ პრანჭვა და  ენის მოჩლექვა ჩვენს მტერთან და პირიქით, აშშ-ის ლანძღვა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  „ქართულმა ოცნებამ“ რუსული პროპაგანდის ტირაჟირებისათვის „ქვეპარტია“ შექმნა. 

 

“როდესაც მთელმა სამყარომ დაინახა, რომ რუსეთი მტერია, სწორედ მაშინ გავისუსეთ და მაშინ დავიწყეთ პრანჭვა და  ენის მოჩლექვა ჩვენს მტერთან და პირიქით, აშშ-ის ლანძღვა. ამას იმით ვამართლებთ, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, თითქოს აშშ-ს გაღიზიანება შეიძლება და მეგობარი არ გვჭირდებოდეს, სინამდვილეში ვიცით, რომ ვიღებთ რუსულ პროპაგანდას, რომელსაც აკოპირებს „ქართული ოცნება“. მოიგონა რაღაც ქვეპარტია, როგორც „იმედს“ ყავს „პოსტივი“,  რომ  იმედი მასთან შედარებით კონსტრუქციული აღმოჩნდეს. „ქართულმა ოცნებამაც“ უფრო მეტად პრორუსული, მოფაშისტო ჯგუფი გააკეთა, რომელიც ყველამ იცის, რატომაც არიან, თვალში ნაცარსაც კი აღარ გვაყრიან, ყურს აჩვევენ ისეთ მავნებლურ პროპაგანდას, რომ იმის ფონზე კობახიძეც კი თავშეკავებული მოგვეჩვენოს,  სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ადამიანებს ან იჭერდნენ, ან პირადი ცხოვრების კადრებს უვრცელებდნენ,  მოკლედ, აუბედურებდნენ“, – განაცხადა კობერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები