spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ყველა ასეთი თავდასხმა, ასეთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი არის საქართველოსა და ევროკავშირის დაშორება

საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და მიუხედავად იმისა, რომ კამერებით აღჭურვილია იქაურობა, ამ დრომდე არ ვიცით, არსებობს თუ არა ჩანაწერები, არადა, ტელეკამერებისა და სათვალთვალო კამერების წინ მოხდა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები საქართველოსა და ევროკავშირის აშორებს.

“საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და მიუხედავად იმისა, რომ კამერებით აღჭურვილია იქაურობა, ამ დრომდე არ ვიცით, არსებობს თუ არა ჩანაწერები, არადა, ტელეკამერებისა და სათვალთვალო კამერების წინ მოხდა ეს ყველაფერი, რომელიც დაახლოებით, 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ასეთი თავდასხმა, ასეთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი არის საქართველოსა და ევროკავშირის დაშორება და ასეთი მოქმედებები დგას სწორედ ქართველ ხალხსა და იმ კეთილდღეობას შორის, რომელიც არის ევროკავშირში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად 1 მაისს გაუსწორდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები