spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილონ მასკი – პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ

SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

 

“არა, ეს ასე არ არის. პუტინს მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე და ეს დაახლოებით 18 თვის წინ მოხდა. საუბარი კოსმოსს ეხებოდა“, – აღნიშნა ილონ მასკმა.

 

მანამდე პოლიტოლოგმა და „ევრაზია ჯგუფის“ დამფუძნებელმა იან ბრემერმა განაცხადა, რომ პუტინმა მასკთან საუბარში „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ​ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ​ანექსიას. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები