spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – განვიხილეთ შორ მანძილზე დარტყმები, ყველაფერს, რაც აქ მოვისმინე, გადავცემ პრეზიდენტს

უკრაინა შეერთებულ შტატებს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. ვისაუბრეთ შორი მანძილზე დარტყმების ნებართვის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

“განვიხილეთ შორ მანძილზე დარტყმები, ყველაფერს, რაც აქ მოვისმინე, გადავცემ პრეზიდენტს ვაშინგტონში”, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე თქმით, უკრაინის საჭიროებები იცვლება, რადგან თავად ბრძოლის ველი იცვლება.

“დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება, რადგან სიტუაცია იცვლება. ესკალაცია არის ფაქტორი, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი”, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შორ მანძილზე დარტყმების საკითხი პარასკევს აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის თემა იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები