spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – წინასწარი განცხადებების კეთება ცოტა უცნაურ სახეს იღებს, მაგრამ ეს მათი ნებაა

წინასწარი განცხადებების კეთება ცოტა უცნაურ სახეს იღებს, მაგრამ ეს მათი ნებაა,  – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას.  

 

მისი თქმით, უკრაინიდან ჯერ მიმართვა არ მოსულა, ამიტომ წინასწარ პასუხის გაცემა არასერიოზულია. 

 

“გავეცანი მინისტრის განცხადებას სააკაშვილის დასაკითხად გადაყვანის შესახებ, სიმართლე გითხრათ, ველოდით ასეთ პასუხს, მაგრამ როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, უმჯობესი იყო დალოდებოდნენ, იქნებ არც უგზავნიდნენ.  

 

წინასწარი განცხადებების კეთება ცოტა უცნაურ სახეს იღებს, მაგრამ ეს მათი ნებაა. საზოგადოება ამას უყურებს და უსმენს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით  კლინიკა “ვივამედის“ მედიკოსებისგან განსხვავებული შეფასებები აქვს მოწვეულ ექსპერტებს. 

 

“სააკაშვილის სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. დანარჩენს, ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, სასამართლო პროცესზე წარვადგენთ და სასამართლოზე  ვიმსჯელებთ. 

 

ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინოს, მისი სამედიცინო ჯგუფი ასე თვლის, ჩვენ და ჩვენი მოწვეულ ექსპერტებს წინასწარი დასკვნების მიხედვით აბსოლუტურად,  რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამიტომ არის შეჯიბრობითობის პრინციპი და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენელი იქნება სასამართლო პროცესზე და მოხდება შეჯიბრობითობა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები