spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – უმძიმესი ფაქტია, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი

თბილისის მერი კახა კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად შეყვანილი მოზარდი გარდაიცვალა.

 

კალაძის თქმით, მომხდარი ყველას პასუხისმგებლობაა და ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა.  

 

“უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ.

 

დაწყებულია გამოძიება და ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში.

 

ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. პროექტი დიდი ხანია, დასრულებულია, ყველაფერი შემოწმებული იყო”, – განაცხადა კალაძემ.

 

შემთხვევა ვაკის პარკში დღეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს.

 

მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 13 წლის გოგონა, მძიმე 13 წლის ბიჭის მდგომარეობა, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები