spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი – არასრულწლოვანს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია

არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ განაცხადა. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა პარკში  უსაფრთხოების ზომები დაცული, დეპუტატი  პასუხობს, რომ ასეთ კითხვას არ უნდა უსვამდნენ.

 

“ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდათ ბურთი, ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბუნებრივია, შეიძლება მსგავსი, რაღაც ტექნიკური შეფერხება იყოს და შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის,  არამედ ნებისმიერის,  ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას მთხოვ და მეკითხები კიდეც ამას?“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

შემთხვევა ვაკის პარკში დღეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს.

 

მომხდარის შედეგად გარდაიცვალა 13 წლის გოგონა, მძიმე 13 წლის ბიჭის მდგომარეობა, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკი გუშინ გაიხსნა. თბილისის მერის თქმით, ყველაფერი შემოწმებული იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები