spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – ფაქტია, რომ მერიას ჰქონდა ხელი მოწერილი მიღება-ჩაბარების აქტზე

ფაქტია, რომ მერიას ჰქონდა ხელი მოწერილი  მიღება-ჩაბარების აქტზე, – აცხადებს  თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 

 

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ობიექტი ჩაიბარა. 

 

“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ქალაქში და ახლა ჩვენი გული და გონება არის ამ ადამიანებთან. 

 

ფაქტია ერთი, რომ ეს ობიექტი გაიხსნა გუშინ დაჩქარებულად, გახსნილად გამოაცხადეს, ფაქტია, რომ მერიას ჰქონდა ხელი მოწერილი  მიღება-ჩაბარების აქტზე. ძალიან მალე გამოჩნდება და ვფიქრობ, აქ ალბათ, გამოიკვეთება მერისა და მერიის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნადირაძემ. 

 

ახლადგახსნილ ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა, ერთი გოგონა გარდაიცვალა, ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები