spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ცაბაძე – ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გართულებები შეიძლება მოხდეს 72 საათის განმავლობაში

კლინიკა “ნიუ ჰოსპიტლის” ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ცაბაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სტაბილური მდგომარეობის მიუხედავად, უახლოეს 72 საათში მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება.

 

“ბავშვი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს “ნიუ ჰოსპიტალის” ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევები. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომელიც ვიცით, ველოდებით და მზად ვართ. არ ვიცით რა იქნება, გართულებები შეიძლება მოხდეს 72 საათის განმავლობაში.

 

ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გონება დაბინდულია”, – განაცხადა ექიმმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები